გია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: ეს არის გამომჟღავნება კულუარული ბოროტებისა, რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ ხდებოდა
ეს არის გამომჟღავნება კულუარული ბოროტებისა, რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ ხდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დადასტურდა, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარ ბირთვს ქართული ორგანიზაციები წარმოადგენდნენ.
„ამ სისტემის მთავარი შემადგენელი ბირთვი იყო ქართული ორგანიზაციები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ის გააფთრებული მცდელობა, რომ აქ სისხლისღვრა მომხდარიყო, მარტო ეს ეპიზოდი ახასიათებს იმ ადამიანებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. სამწუხარო ფაქტია ბევრი ასპექტით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
