მაკრონი ლე პენზე: ქედმაღლობაა, იფიქრო, რომ საფრანგეთის ბედი უკვე შენს ხელშია, რადგან, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ის არჩეული არ არის - 2027 წლის 13 მაისამდე პრეზიდენტი მე ვიქნები
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, თუმცა ქვეყნის ბედს ჯერჯერობით თავად განაგებს.
„ქალბატონი ლე პენი საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც სხვა კანდიდატები. ის აწარმოებს კამპანიას და ეს თავისებური ქედმაღლობაა, იფიქრო, რომ საფრანგეთის ბედი უკვე შენს ხელშია, რადგან, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ის არჩეული არ არის“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მაისამდე გრძელდება და უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვამდე განაგრძობს.
„თქვენი მონა-მორჩილი არჩეულია 2027 წლის 13 მაისამდე. ასე რომ, 2027 წლის 13 მაისამდე პრეზიდენტი მე ვიქნები“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
