ორიგინალი
ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
იმედი·12:26

ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27 ნოემბერი, 2026 · 12:26

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი სიტყვით გამოვიდა მერთა ფორუმზე, რომელიც UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მე - 18 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, მაროკოს სამეფოს ქალაქ ესაუირაში გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერების ფორუმზე - „კულტურის ინტეგრირება ტერიტორიულ განვითარებაში ინოვაციური პოლიტიკითა და მართვით“- ქსელის წევრი ქალაქების მერებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ხედვები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ფორმირებაში, ისაუბრეს პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე, კულტურისა და შემოქმედების როლზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.

დავით ერემეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ქუთაისის მდიდარი კულტურული, შემოქმედებითი და ლიტერატურული მემკვიდრეობა გააცნო.

“UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთობლივი ინიციატივებით გავაძლიეროთ კულტურის როლი უკეთესი მსოფლიოს შექმნაში. კულტურა არ ცნობს საზღვრებს. ის აერთიანებს ადამიანებს, ქალაქებსა და ქვეყნებს; ქმნის დიალოგის შესაძლებლობას იქაც კი, სადაც განსხვავებული ისტორია, ენა და ტრადიციებია.

ქუთაისი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, განავითაროს პარტნიორობა ქსელის წევრ ქალაქებთან და საკუთარი გამოცდილებითაც შეიტანოს წვლილი საერთო მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული და კულტურული სახე, ამავე დროს გახდეს თანამედროვე, ინოვაციური და შემოქმედებითი ქალაქი, სადაც კულტურა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აერთიანებს საზოგადოებას და განსაზღვრავს მომავალს.”- განაცხადა საერთაშორისო ფორუმზე ქუთაისის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:36

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
იმედი·12:36

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
იმედი·12:24

მერცი: ევროკავშირმა ახალი ვალი არ უნდა აიღოს, ევროპამ მოქმედების უნარი უნდა შეინარჩუნოს

მერცი: ევროკავშირმა ახალი ვალი არ უნდა აიღოს, ევროპამ მოქმედების უნარი უნდა შეინარჩუნოს
იმედი·12:20

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი: მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანები

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი: მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.