ორიგინალი
კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
იმედი·13:13

კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

27 ნოემბერი, 2026 · 13:13

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სანქცირების შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არავინ დაყრის.

ამის შესახებ კახა კალაძე დღეს მედიას ესაუბრა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პირად კეთილდღეობაზე ლაპარაკი ვერ იქნება.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო და სამშობლოს ინტერესი. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ევროპარლამენტარს რა ინტერესი აქვს და რა უნდა.

ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი გაკეთება გვინდა, რა პოლიტიკას ვატარებთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას შეეწიროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა.

„ჩვენ მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაითელოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

კარგი, ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობაზე, პირად ინტერესზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

თემა: ევროპარლამენტის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • რუსთავი 2·05:48
    შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
  • პრაიმტაიმი·23:41
    გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ რასა იუკნევიჩიენეს ან მარტა კოსს აინტერესებს, პაატა ბურჭულაძე ციხეში იქნება თუ გარეთ
  • პალიტრა ნიუსი·21:33
    პაველ ჰერჩინსკის დაბარება საგარეო უწყებაში; უნდა გაიმართოს თუ არა დიალოგი რუსეთთან თბილისსა და მოსკოვში? “მინსკის ფორმატის“ სტარტი - რატომ დარჩა ქართული მხარე უკმაყოფილო? დებატები ევროპარლამენტში - ახალი კრიტიკული რეზოლუცია ; პროცესი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად; ირაკლი ღარიბაშვილის წერილი | თავისუფალი სტუდია
  • BM.GE·20:10
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის 2027 წლის €199.7-მილიარდიან ბიუჯეტს ხელი მოაწერა
ევროპარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·13:44

Reuters: აშშ-მა SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად მილიონი თანამგზავრის განთავსების ნებართვა მისცა

Reuters: აშშ-მა SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად მილიონი თანამგზავრის განთავსების ნებართვა მისცა
იმედი·13:37

დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს

იმედი·13:27

კახა კალაძე ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვაზე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია

კახა კალაძე ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვაზე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
იმედი·13:23

Financial Times: მარინ ლე პენი - ქალი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა შეუძლია

Financial Times: მარინ ლე პენი - ქალი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა შეუძლია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.