სულხან თამაზაშვილი: ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტიანი პრევენცია
ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გუშინ, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მან გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.
„ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტს გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტიანი პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იყო აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული“, - განაცხადა მინისტრმა.