ორიგინალი
ლევან მაჭავარიანი: USAID-ი გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა - ღია წყაროებში საქართველოზეც არის საუბარი პირდაპირ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული
იმედი·11:45

28 ნოემბერი, 2026 · 11:45

USAID-ი გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში რევოლუციური სცენარებისთვის მილიარდზე მეტია დახარჯული.

„ღია წყაროებში საქართველოზეც არის საუბარი პირდაპირ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული, რომ მომხდარიყო რევოლუციური სცენარები. ისინი აფინანსებდნენ ე.წ. მდიდარ „ენჯეო“ ორგანიზაციებს, აგენტურულ პარტიებსა და მედიასაშუალებებს. USAID-ის მეშვეობით ლოკალური აგენტურა Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებს აშლევინებდა იმ კონტენტს, რაც არ აწყობდა და პირიქით, უფრო პოპულარიზაციას უწევდნენ ხელოვნურად ისეთი ტიპის კონტენტს, რომელიც მათ დღის წესრიგს ემსახურებოდა.

ასევე უნდა გავიხსენოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, როდესაც თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა „ენჯეოებმა“, მათმა აქტივისტებმა. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ ეს ყველაფერი USAID-ის მხრიდან იყო ორკესტრირებული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: USAID-ი გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა - ღია წყაროებში საქართველოზეც არის საუბარი პირდაპირ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·11:56

POLITICO: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. კიევში ფიქრობენ, რომ ტრამპის წარმომადგენელი პუტინის პოზიციებს იზიარებს

POLITICO: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. კიევში ფიქრობენ, რომ ტრამპის წარმომადგენელი პუტინის პოზიციებს იზიარებს
იმედი·11:33

CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ვაშინგტონში სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას ამჯობინებენ

CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ვაშინგტონში სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას ამჯობინებენ
იმედი·11:28

გივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს

იმედი·10:37

Financial Times: აშშ-ის სამხედროებმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ექვსამდე დრონი მოიგერიეს

Financial Times: აშშ-ის სამხედროებმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ექვსამდე დრონი მოიგერიეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.