ჰონ-კონგის უნივერსიტეტის შესახებ მოსწავლეებისთვის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ჰონ-კონგის უნივერსიტეტის შესახებ მოსწავლეებისთვის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ გააცნეს პროგრამები და სასწავლებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სადაც მოხვედრის საშუალება ნებისმიერ მოსწავლეს ეძლევა. ამისთვის კი საჭირო კონკურსში წარმატებაა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ.
