ორიგინალი
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო
იმედი·22:06

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო

28 ნოემბერი, 2026 · 22:06

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ მიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.

დღესასწაულის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მონაწილეებს საკუთარი ნაწარმის წარდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრები გაეცნენ ქედის ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ ხელობას და ადგილობრივ სამზარეულოს.

ღონისძიებაზე საპატიო ქედელები და სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. ზურაბ პატარაძემ ჯილდო ლევან გორგილაძეს და მზიური შავაძეს გადასცა. დღესასწაული კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·20:40

პრემიერი: ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს

იმედი·20:24

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა რევოლუციური პროცესები

იმედი·20:21

ირაკლი კობახიძე: დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან და ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა: წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში, ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია და რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა

იმედი·19:48

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, მეღვინეობა „Horton Vineyards“-ში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რქაწითელის ფესტივალი გაიმართა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, მეღვინეობა „Horton Vineyards“-ში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რქაწითელის ფესტივალი გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.