თანამედროვე შემოქმედებაში ქართული ტრადიციული ორნამენტების თემაზე, ორგანიზაციამ „საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მრავალშვილიანი დედები“, სასწავლო შეხვედრები გამართა
ქართული ტრადიციული ორნამენტები თანამედროვე შემოქმედებაში - ამ თემაზე ორგანიზაციამ „საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მრავალშვილიანი დედები“ სასწავლო შეხვედრები გამართა.
ახალგაზრდები და ხელოვნებით დაინტერესებულები, ქართული ორნამენტების ისტორიასა და სიმბოლიკას გაეცნენ. ამასთან, ტრადიციული ორნამენტებითა და ოქრომკედით ქარგვის ტექნიკით საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
