USAID-ის დაფინანსებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
USAID-ის დაფინანსებული ექსტრემიზმის საიდუმლო ფაილები მსოფლიომ ნახა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა ნებით თუ ძალით დაემორჩილებინა, ან შეეცვალა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები.
შოკისმომგვრელ ჩანაწერებში გვხდება საქართველო. ჩანს, როგორ ქმნიდნენ ფულზე გაყიდული მდიდარი „ენჯეოების“ ხელით ქსელს არეულობისთვის. სხვადასხვა კეთილი მიზნით ნიღბავდნენ დესტრუქციისთვის გადმორიცხულ მილიონებს. მთელი ქსელი იყო შექმნილი „ენჯეოების“, ჟურნალისტების, სხვადასხვა სფეროს, ზოგიერთი სასულიერო პირის მონაწილეობით, რომლითაც უპირისპირდებოდნენ ეროვნულ მთავრობას, ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, მათ, ვინც უმრავლესობაშია. 1,200 მილონი ადამიანის ხმის ეჭვქვეშ დაყენებაც კი გადაწყვიტეს.
იმას, რასაც წლების წინ ამბობდა საქართველოს ხელისუფლება, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს უკვე მსოფლიოს, თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირი საუბრობს. ღიად ლაპარაკობენ გავლენიანი ადამიანები, მეტიც ილონ მასკი წერს, რომ USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმების შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე.
USAID-ის მიერ დემოკრატიის სახელით დაფინანსებული ქართული ექსტრემიზმი, ნახეთ სანდრო გამსახურდიას საავტორო რეპორტაჟში, რომელმაც ამავე თემაზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
