
80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.
50-წლიანზე მეტი კარიერის განმავლობაში დოლი პარტონმა 49 ალბომი გამოუშვა, მოიპოვა „გრემის“ 11 პრემია და ქანთრი-სცენის ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული შემსრულებელი გახდა.
1999 წელს ის ქანთრი-მუსიკის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
პარტონი არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ სიმღერების ავტორიც იყო. მას სამ ათასზე მეტი კომპოზიცია ეკუთვნის, რომელთაგან ბევრს სხვა არტისტები ასრულებდნენ. მათ შორის, სწორედ დოლი პარტონია ჰიტის - I Will Always Love You-ს ავტორი, რომელიც უიტნი ჰიუსტონის შესრულებით გახდა ცნობილი.
მისი სხვა ცნობილი სიმღერებიდან აღსანიშნავია: Jolene, Coat of Many Colors და 9 to 5.
მუსიკის პარალელურად, დოლი პარტონი მონაწილეობდა ფილმებში, გამოსცა რამდენიმე წიგნი, მართავდა ბიზნესს - მათ შორის, მშობლიურ ტენესიში თემატური პარკი Dollywood-ი დააფუძნა - და აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge