
თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება. ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
ფაღავას თქმით, მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ აბასთუმანში ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა.
„მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში, მოეწესრიგებინა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აბასთუმნის ტერიტორია და ხედავთ, როგორი გაზრდილია აბასთუმანში ვიზიტორების რაოდენობა“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge