
„ქართუს“ ფინანსური დირექტორი საბანკო კონფერენციაზე: აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სტუმრების და დელეგატების რაოდენობა ადასტურებს მზარდ ინტერესს რეგიონის და საბანკო სექტორის მიმართ
იმედი|imedinews.ge
აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბანკი „ქართუს“ ფინანსურმა დირექტორმა გიგა ლებანიძემ საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სტუმრების და დელეგატების რაოდენობა ადასტურებს მზარდ ინტერესს რეგიონის და საბანკო სექტორის მიმართ.
„აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. წარმოდგენილი სტუმრების და დელეგატების რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ ინტერესს ჩვენი რეგიონის და საბანკო სექტორის მიმართ უცხოელი პარტნიორებისგან“, - აღნიშნა გიგა ლებანიძემ.
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge