მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ტყეებში ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა და საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების კონსულტანტი დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვას და მდგრად მართვას. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ტყეში არსებული ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციის, ეკლესიისათვის მიჩენილი ფართობების მართვის და სხვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი კომისია. მისი მიზანია საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების მდგრადი მართვის ხელშეწყობა, ასევე, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება.

შეხვედრას კომისიის თანათავმჯდომარე, გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი

დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი

იმედი

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ

იმედი

აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

იმედი