მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს
ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს

ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ღონისძიებაში 30-მდე ქვეყნისა და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის 250-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს.

მისივე თქმით, ეს ინტერესი ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებსა და მყარ ფინანსურ სექტორს ეფუძნება. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. რეალური მშპ-ის ზრდა ძლიერი იყო; 2023-2024 წლებში მან თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა.

„კვლავ მყარი და მდგრადი რჩება საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგებამ 22.4% შეადგინა, ხოლო აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე, მხოლოდ 2.47%-ზე ნარჩუნდება. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას. 2026 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 14.3%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებით იყო განპირობებული“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას, რასაც ამყარებს ლარიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩოთი გამყარებული ძლიერი ფინანსური სექტორი იზიდავს საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესს და ეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

„S&P Global Ratings“ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო რეგულირება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხოლო ჩვენი აქტივების ხარისხი საუკეთესოთა შორისაა. ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი

დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს

დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს

იმედი

სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

იმედი

BACEE-ს თავმჯდომარე: „ქართუ“ შესანიშნავი თანამასპინძელია. მაღალი დონის წარმომადგენლობაა მთავრობიდან. ისტორიული მომენტია, რომ ასეთ კონფერენციას ვმართავთ ცენტრალური ევროპის გარეთ. ეს არის საქართველოს განვითარების მტკიცე აღიარება