მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა
სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანძინში უშუს მე-10 ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პაატა კალანდაძესთან ერთად საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას დაესწრნენ, ნაკრების წევრებს შეხვდნენ და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

შეხვედრა ასევე გაიმართა უშუს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან იუფინგ ჭანგთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში უშუს პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.

უშუს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (WJWC) უმაღლესი რანგის ოფიციალური ტურნირია, რომელიც 2006 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან. 2026 წლის ჩემპიონატი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის წარმოადგენს საკვალიფიკაციო ეტაპს დაკარის (სენეგალი) 2026 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის.

მსოფლიოს პირველობას ტიანძინი 23-31 მარტს მასპინძლობს, ჩემპიონატზე საქართველო სამი სპორტსმენით არის წარმოდგენილი, კერძოდ ნიკოლოზ ნუცუბიძე და გვანცა ქარჩავა ტაოლუში გამოვლენ, ოთიკო ხურცილავა კი სანდაში იასპარეზებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის

ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

იმედი

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი

გიორგი მიშელაძე: მიმდინარე წელს მიწის ფონდის შესახებ მონაცემები ოთხ რეგიონში განახლდება

გიორგი მიშელაძე: მიმდინარე წელს მიწის ფონდის შესახებ მონაცემები ოთხ რეგიონში განახლდება

იმედი