დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები - მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას

დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები - მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას

იმედი|imedinews.ge

„ქართუ ბანკი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. მან მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენი აქ ყოფნა ხაზს უსვამს დიალოგის, თანამშრომლობისა და ხედვების გაცვლის მნიშვნელობას, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, პრიორიტეტების დასახვას და პარტნიორობის გაღრმავებას, რაც განსაზღვრავს ფინანსური სერვისების მომავალს.

დღევანდელ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში, რადგანაც ის მიუთითებს საქართველოს, როგორც ფინანსური ცენტრის როლის ზრდაზე და ქვეყნის ამბიციაზე, იყოს სანდო და განვითარებადი მოთამაშე, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ამ ღონისძიების მასპინძლობით ჩვენ არა მხოლოდ ხელს ვუწყობთ დიალოგს, არამედ უფრო ინტეგრირებული, ინოვაციური და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნას.

ვამაყობ, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ფორუმს მასპინძლობს. ეს არის დამაჯერებელი სიგნალი ჩვენი ფინანსური სისტემის, ნორმატიულ-სამართლებრივი გარემოს და საერთაშორისო თანამშრომლობისა და გახსნილობის, ნდობის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაში, რეფორმების გატარებასა და საქმიანი გარემოს შექმნაში, ეკონომიკურ მხარდაჭერასა და მდგრადობაში“, - განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

ღონისძიებაში 250-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია