BACEE-ს თავმჯდომარე: მადლობა „ქართუ ბანკს“, მთავრობას და ეროვნულ ბანკს. თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყნად

იმედი|imedinews.ge

თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყნად, - განაცხადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე BACEE-ს თავმჯდომარემ, თომას ლემპულიმ.

მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა „ქართუ ბანკს“, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს.

„მინდა პატივისცემა გამოვხატო „ქართუ ბანკის“ მიმართ. შესანიშნავი პარტნიორობისა და სტუმართმოყვარეობისთვის, მადლობა ვუთხრა „ქართუ ბანკის“ გუნდს, რომელიც გამორჩეულ საქმეს ასრულებს. ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს ამ კონფერენციის მხარდაჭერისთვის. თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყნად. ამავე დროს საქართველომ აჩვენა მაღალი ხარისხი გადახდებისა და ფინანსური სერვისების ინოვაციების კუთხით“, - განაცხადა თომას ლემპულიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია