მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ჩახვაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია
მარიამ ჩახვაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია

მარიამ ჩახვაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია

იმედი|imedinews.ge

შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია, რადგან საბოლოო მომხმარებელი ხარისხის გაუმჯობესებას მიიღებს, - განაცხადა „გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა და სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რითაც ტარიფის ზრდა აიხსნა არის ინვესტიციების გეგმის ზრდა.

„ინვესტიციები უნდა წავიდეს ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციისკენ, გამრიცხველიანებასა და მთელი ქსელის მოწესრიგებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. წლების განმავლობაში ვიღებდით მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ რეაბილიტაცია და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების პროცესი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, რადგან ქსელში დანაკარგიც ნაკლები იქნება და გათიშვები და ძაბვის ნაკლებობაც შემცირდება.

შესაძლებელია გაეკეთებინათ (ტარიფის) უფრო ნელი ტემპით ზრდა და უფრო დიდ თანხაზე ასულიყო 5 წლისთავზე, მაგრამ, რადგან ერთბაშად მოხდა ეს ზრდა - ახლა ვიცით, რომ გარკვეული პერიოდი აღნიშნული ტარიფი არ შეიცვლება“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 4-6 თეთრით, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო აცხადებს, რომ ირანის ხელმძღვანელობაში ბზარები გაჩნდა

რუბიო აცხადებს, რომ ირანის ხელმძღვანელობაში ბზარები გაჩნდა

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, სამართლიანი ფასებია უზრუნველყოფილი, სხვა შემთხვევაში გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები

იმედი

ნინო წილოსანი: თემურ ალასანია საჯაროდ არ მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა იყო გარკვეულწილად ჩრდილოვანი და რუხი კარდინალი, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებდა მიხეილ სააკაშვილის მავნებლობებს

ნინო წილოსანი: თემურ ალასანია საჯაროდ არ მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა იყო გარკვეულწილად ჩრდილოვანი და რუხი კარდინალი, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებდა მიხეილ სააკაშვილის მავნებლობებს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ ფარმაცევტულ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით