ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ტიპის კვლევები ადასტურებს, რომ რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის კარგი, მტკიცე და სწორი ნაბიჯები.

„მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი, ეკონომიკური გუნდის საქმიანობა არის სწორი და მთლიანად ხელისუფლების საქმიანობა არის სწორი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია