
გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება
იმედი|imedinews.ge
ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
გაბუნიას თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით წინსვლა გვაქვს.
„ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge