
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს
ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
ბექა ვაჭარაძის თქმით, ქვეყნის ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ საუბრობდა რეზოლუციებზე და გარე ძალებისგან მიღებულ გარკვეულ დირექტივებზე.
„ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, საქართველოს ეროვნული იდენტობის და ევროპულ მომავალს შორის არსებული ბალანსის შენარჩუნებას. იმ კონკრეტულ ხედვებს, რომლებზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მთელი ამ კამპანიის ფარგლებში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური არჩევნების პროცესში.
ქვეყნის ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ საუბრობდა რეზოლუციებზე და გარე ძალებისგან მიღებულ გარკვეულ დირექტივებზე“, - აღნიშნა მან.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება მოისმინეს. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომლებზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge