მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა
საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

იმედი|imedinews.ge

რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილეს, რუბენ სიმონიანს შეხვდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ერევანში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები, რაც მოიცავს ინსტიტუციურ კოორდინაციას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ინოვაციური ინიციატივების განხორციელებასა და ინფრასტრუქტურულ ინტეგრაციას.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა „Firebird“-ის თანადამფუძნებელთან, ალექსანდრ ესაიანთან, სადაც მოხდა NVIDIA-ს მხარდაჭერილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტისა და მისი რეგიონული გაფართოების შესაძლებლობების განხილვა.

ასევე, შეხვედრები შედგა ინკუბაციის ფონდის (Enterprise Incubator Foundation (EIF) ვიცე-პრეზიდენტთან, ანაჰიტ პარზიანთან; სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის (FAST) აღმასრულებელ დირექტორთან, სუზანა შამახიანთან, ანგელოზი ინვესტორების ქსელის (STAN) აღმასრულებელ დირექტორთან, რუბენ ოსიპიანთან და „აწარმოე სომხეთში“-ს (Enterprise Armenia) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამების, ტექნოლოგიური განათლების, მეცნიერებისა და სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

იმედი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

ეკა სეფაშვილი: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს