აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში

იმედი|imedinews.ge

გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარედ არჩევის მეორე დღეს კი, ცოტნე ანანიძე, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ბენეფიციარებს მათ საჭიროებებზე მორგებული სპეციალური ნივთები საჩუქრად გადასცა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ცენტრის აღსაზრდელებთან, მათ მშობლებთან და მედიკოსებთან შეხვედრისას, აუტისტური სპექტრის მქონეთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის საკითხებზე მოსაზრებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში, მხარდაჭერას დაჰპირდა.

ცოტნე ანანიძემ დაათვალიერა ცენტრის შენობა და გაწეული საქმიანობისთვის ცენტრის ხელმძღვანელს - ირმა ხვიჩიასა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ირმა ხვიჩიამ აღნიშნა, ცენტრი ბენეფიციარებს, სხვადასხვა სამედიცინო სერვისთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მკურნალობის კურსს სთავაზობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია