მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: 2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო
ვახტანგ ცინცაძე: 2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო

იმედი|imedinews.ge

2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა - საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.4% შეადგინა. ამასთან ერთად, დაზუსტდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და წინა წელს 7.5%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო.

„აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 – 2025 წლებში მოლდოვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2.5% იყო, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მას თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა. რა თქმა უნდა, ამის შედეგია, რომ ფაქტობრივად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველოს შემთხვევაში, მოლდოვის მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აჭარბებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი იქნება არამხოლოდ რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის, არამედ გლობალურადაც“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პიტ ჰეგსეტი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა. არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება

პიტ ჰეგსეტი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა. არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება

იმედი

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

იმედი

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

იმედი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

იმედი