მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წალკაში კარანტინი გამოცხადდა
წალკაში კარანტინი გამოცხადდა

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.

„დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები - ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.

ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იმედი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იმედი

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია

იმედი

ჯეი დი ვენსი ზელენსკის მუქარაზე ორბანის მიმართ: არ ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში პირადი ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა. ეს სკანდალია

ჯეი დი ვენსი ზელენსკის მუქარაზე ორბანის მიმართ: არ ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში პირადი ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა. ეს სკანდალია

იმედი