
თამარ იოსელიანი: ცვლილება არ გულისხმობს აბასთუმანში არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს
ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა იმ გადაწყვეტილებას, რომ 2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება და მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბის გარშემო 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
„ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ მიმართა დასაბუთებით, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებს და მოქმედებდა ასტროკლიმატსა და დაკვირვების ხარისხზე. ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, სწორედ ამას ემსახურება და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს. ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს. შესაბამისად, არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ეფექტიანობას. სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ , - აღნიშნა იოსელიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge