მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს

სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს

იმედი|imedinews.ge

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაში აშშ-ის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის გაღრმავებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.

ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავი ქონების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე საფინანსო სექტორის მიმართულებით, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ინვესტორებმა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს გაუსვეს ხაზი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

იმედი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

იმედი

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

იმედი