მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

იმედი|imedinews.ge

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე, - განაცხადა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

,,მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.

„ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმავოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

იმედი

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი