ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

იმედი|imedinews.ge

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

„თვითმფრინავებს აქვს გამონაბოლქვი. ღამით არ ჩანს, მაგრამ დღე ხომ ტოვებენ გამონაბოლქვს. ეს როგორც ღრუბელი, ისე იფანტება სივრცეში და გვაძლევს ცრუ ინფორმაციას. ეს ხელს გვიშლის მუშაობაში. გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია