ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2026 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

აზერბაიჯანი - 48.1 მილიონი აშშ დოლარი;

ბელარუსი - 16.2 მილიონი აშშ დოლარი;

თურქეთი - 120.1 მილიონი აშშ დოლარი;

ირანი - 9.7 მილიონი აშშ დოლარი;

ისრაელი - 98.9 მილიონი აშშ დოლარი;

რუსეთი - 124.3 მილიონი აშშ დოლარი;

საუდის - არაბეთი 12.9 მილიონი აშშ დოლარი;

სომხეთი - 28.8 მილიონი აშშ დოლარი;

უკრაინა - 45.3 მილიონი აშშ დოლარი;

ევროკავშირი - 140.7 მილიონი აშშ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნები - 185.0 მილიონი აშშ დოლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია