თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია

იმედი|imedinews.ge

შუა დერეფნიდან ევროპისკენ ნებისმიერი ეფექტიანი მარშრუტი საქართველოს გავლით გადის. ეს არის გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული ლოგიკა, რომელიც განსაზღვრავს დერეფნის მუშაობას, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ პრაქტიკული რეალიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.

„საქართველო უკვე ფუნქციონირებს, როგორც მულტიმოდალური პლატფორმა, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული პორტები, რკინიგზა და საავტომობილო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის პორტები ქმნის სტაბილურ გასასვლელს ევროპულ ბაზრებზე, ხოლო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მნიშვნელოვნად ზრდის ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნავს თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო უკვე არის ოპერაციული კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების უწყვეტ გადაადგილებას რეგიონებს შორის.

„ჩვენი ქვეყნის როლი არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რაც დღეს არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ლოგისტიკაში. ამ არგუმენტს ამყარებს ევროკომისიის დაკავშირებადობის კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ შუა დერეფანი ევროპა–აზიის დასაკავშირებლად აუცილებელია და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აცხადებს იოსელიანი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია