მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია
ლევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია

იმედი|imedinews.ge

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოზე დადებითი ანგარიში მოამზადა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან. ძალიან დადებითი დასკვნა არის მომზადებული. მანამდე ისინი იმყოფებოდნენ ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ, სახელმწიფო საწარმოებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ისინი კმაყოფილები იყვნენ, იმიტომ, რომ მთავრობა რასაც ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს მყარი და ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნას შენარჩუნებული. კორუფციასთან ბრძოლაც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტუსკი: მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმედი