სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარული ზედამხედველობის მოთხოვნები. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.

სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია