ლევან სილაგავა აგროთანადაფინანსების პროგრამაზე: კარგია, რომ ეს პროგრამა ღიაა და არ არის ჩაკეტილი. ვიცით, რომ საჭიროებების მიმართულებით გარკვეული ცვლილებების შეტანა შეიძლება

ლევან სილაგავა აგროთანადაფინანსების პროგრამაზე: კარგია, რომ ეს პროგრამა ღიაა და არ არის ჩაკეტილი. ვიცით, რომ საჭიროებების მიმართულებით გარკვეული ცვლილებების შეტანა შეიძლება

იმედი|imedinews.ge

სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც ყველა დარგი, გადის გარკვეულ ეტაპებს და შესაბამისად, ეტაპებზე მორგებული უნდა იყოს ყველა პროგრამა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ.

სილაგავამ მთავრობის ინიცირებულ, აგროთანადაფინანსების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ღიაობა მისასალმებელია.

„ჩვენი ამოცანაა, კოოპერირებული იყოს ფერმერული მეურნეობები, რაც შემდეგ იწვევს იმას, რომ იყოს უფრო მაღალშემოსავლიანი და უფრო დიდი რაოდენობით პროდუქცია მივიღოთ. არის გარკვეული ფინანსური დახმარებები, რომელიც გადაწეულია ასი ათასიდან 2 მილიონამდე და ვფიქრობ, რომ ეს ზედა ჭერი აიწიოს.კარგია, რომ ეს პროგრამა ღიაა და არ არის ჩაკეტილი და საჭიროებების მიმართულებით ვიცი, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანა შეიძლება“, - განაცხადა სილაგავამ.

მას ასევე აღნიშნა, სასურსათო უსაფრთხოებას უფრო მეტად ყურადღება უნდა მიექცეს.

„2-3 წლის წინ, გამოწვევები გვქონდა წისქვილების მუშაობასთან დაკავშირებით და ყველამ ერთად დავინახეთ, რომ წისქვილების მუშაობა ფაქტიურად უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას ქვეყანაში, ქმნის მარაგებს და შესაბამისად, მსოფლიოში, როდესაც გადალაგება ხდება ლოჯისტიკური ჯაჭვების და პრობლემები ხდება უსაფრთხოების, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებას ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია