ლაშა დოლიძე აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე: ახალი ცვლილებების უმთავრესი ელემენტი იქნება ანალიტიკა, რომელიც მონიტორინგს დაეფუძნება

ლაშა დოლიძე აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე: ახალი ცვლილებების უმთავრესი ელემენტი იქნება ანალიტიკა, რომელიც მონიტორინგს დაეფუძნება

იმედი|imedinews.ge

ახალი ცვლილებების უმთავრესი ელემენტი იქნება ანალიტიკა, რომელიც მონიტორინგს დაეფუძნება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე საუბრისას.

მისი თქმით, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ამის აღმოსაფხვრელად მუშაობა გაგრძელდება.

„ვფიქრობთ, ჩავრთოთ სხვა მექანიზმები - ეკონომიკური მონიტორინგი, რა შედეგები დაიდო კონკრეტული დარგის მიმართულებით და მეორე, შეფასების კიდევ ერთი დამატებითი ფორმა - არის ე.წ. მთლიანი მარჟის კვლევა, რომელიც შეადარებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების, მეწარმეებისა და ფერმერების მომგებიანობას და მათ შედეგებს დროში, იმათთან, ვისაც შესაბამისი დაფინანსება არ მიუღია. ეს იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, რამდენად ეფექტურად ემსახურება სახელმწიფო დახმარება ამა თუ იმ დარგს და ამა თუ იმ მიმართულებას. თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარგისთვის დახმარება საჭირო არ არის, მაშინ ეს შესაბამისად გადასროლილი იქნება სხვა მიმართულებით. უხარვეზო ვერაფერი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ამ თემებზე მუშაობას გავაგრძელებთ და არსებული ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოვფხვრით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია