გოჩა ცოფურაშვილი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“: კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში

გოჩა ცოფურაშვილი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“: კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში

იმედი|imedinews.ge

კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკის დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“ საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის საინტერესო, ახალი ხედვის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგსა და შეფასებას.

„რაც შეეხება თვითონ პოლიტიკის ნაწილს, პოლიტიკის ნაწილში დღეს ეს პროექტი კარგი კომერციული პროექტია.

კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში. მე ვერ ვხედავ, მაგალითად ინკლუზიურობის მომენტს, მეტი ჩართულობის მომენტს. მე ვერ ვხედავ ადმინისტრაციულ მმართველობის, სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციურად ჩამოყალიბებულ მოქმედებას, ბერკეტებს. არ არის ეს მექანიზმი. მე ვერ ვხედავ სოციალურ ან დემოგრაფიულ მდგენელს. ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოკლედ, იქ როგორც თავისი თავი ვერ დაინახეს ფერმერებმა, ისე ვერ დაინახეს ძალიან ბევრი მიმართულება, თუ ჩვენ ამას პოლიტიკას ვარქმევთ. მე ამას პოლიტიკის ცვლილებას არ დავარქმევდი, ეს არის საინტერესო, ახალი ხედვით პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგს, ითვალისწინებს შეფასებას“, - აღნიშნა მან.

აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია