დავით სონღულაშვილი: თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი

დავით სონღულაშვილი: თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი

იმედი|imedinews.ge

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილის თქმით, ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.

„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფრის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია