ბექა გონაშვილი: ვეთანხმები, რომ სოფლის მეურნეობა არის ბევრი მიმართულების, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ის ერთი ჩარჩოთი იყოს დარეგულირებული

ბექა გონაშვილი: ვეთანხმები, რომ სოფლის მეურნეობა არის ბევრი მიმართულების, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ის ერთი ჩარჩოთი იყოს დარეგულირებული

იმედი|imedinews.ge

ვეთანხმები, რომ სოფლის მეურნეობა არის ბევრი მიმართულების, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ის ერთი ჩარჩოთი იყოს დარეგულირებული და მოემსახუროს ყველა მიმართულებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ფერმერმა და ბიზნესმენმა ბექა გონაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან სხვადასხვა მოთხოვნები გააჩნიათ მეცხოველეებს, მეხორბლეებს, გადამამუშავებლებს.

“მე მგონია, რომ პრაქტიკაში ეს ყველაფერი გაჭირდება. ვნახოთ, ამ ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. მეორე, დაფინანსების ზღვარი, რომელსაც ვაწესებთ, ჩემი აზრით არ არის სწორი. “დანერგე მომავალს” კარგი და ცუდი ეფექტების გააზრებამაც შეიძლება მიგვიყვანოს იმ დასკვნამდეც, რომ შექმნილია რამდენიმე შპს ერთი და იგივე მიმართულებით, ერთი და იგივე მიწა არის დაყოფილი, ამაზე არასდროს არავის ჰქონია პრობლემა. ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს ტექნოლოგიები, ტექნოლოგიის შემოსვლა ფრაზა არის. აქ არის, რომ გამსხვილებულ ბიზნესს უჩნდება სურვილი, ქვეყანაში ტექნოლოგია შემოიტანოს. ამაში ფული რომ მაქვს ჩასადები, თუ მე ვიღაც დამეხმარება, გაცილებით მალე გადავდგამ ამ ნაბიჯს, ვიდრე მე როდესაც გამიჩნდება ამის საშუალება’, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გონაშვილის თქმითვე, დღეს სოფლის მეურნეობაში არის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც პირველ რიგში სპეციალისტების არარსებობას უკავშირდება.

“ეს არის მუშა პროცესი, რომელიც ნელ-ნელა უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამას სჭირდება ხელშემწყობი ფაქტორები. მიმაჩნია, რომ ეს კომპონენტი კიდევ უფრო გასაძლიერებელია”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია