მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში მოისმინა

იმედი|imedinews.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში განიხილა, რომელიც სააგენტოს უფროსმა ლევან თოდუამ წარადგინა.

მისი განცხადებით, 2025 წელს მიღებულია გადაწყვეტილება სადაზღვევო ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით და 2026 წლის 1 აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 50 000 ათას ლარამდე გაიზარდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი განახლება ჩაუტარდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც მოიცავდა როგორც არსებული მოდულების ტექნიკურ განახლებას, ისე სრულად ახალი ფუნქციონალის დამატებას პროგრამაში. ასევე, დაიგეგმა და მომზადდა განახლებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიეწოდება საზოგადოებას.

როგორც ლევან თოდუამ დეპოზიტების ცვლილების ტენდენციაზე საუბრისას აღნიშნა, თუ 2018 წელს დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 23 მლრდ ლარი იყო, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 69 მლრდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც 36 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია, ხოლო 33 მლრდ ლარი - იურიდიული პირების.

„ამავე პერიოდისთვის, მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ წლიურად დაახლოებით 14%-ით, ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 13%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტებმა 15%-ით მოიმატა“, - განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში განთავსებული ფიზიკური პირების დეპოზიტები 29.1%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 25%-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ვალუტისადმი მაღალი ნდობის მაჩვენებელია.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სულ დაზღვეული დეპოზიტების მთლიანმა მოცულობამ 12.25 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 11.24 მლრდ ლარი ფიზიკური პირების, ხოლო 1.007 მლრდ ლარი იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები იყო.

ასევე, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სულ დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული წილი 17.84%-ია. ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების წილი კი შესაბამისად 31.27% და 3.08%-ია.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის განცხადებით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური და იურიდიული პირების 97% და 89%.

მისივე თქმით, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების 57% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 43% - უცხოურ ვალუტაში. დაზღვეული იურიდიული პირების დეპოზიტების შემთხვევაში კი, დაზღვეული დეპოზიტების 78% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 22% უცხოურ ვალუტაში.

ლევან თოდუამ ანგარიშის წარდგენისას, ასევე ისაუბრა მათ შორის: რეგულარულ სადაზღვევო შენატანებზე და დეპოზიტების დაზღვევის ფონდისა და პორტფელის მართვაზე.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება

იმედი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

იმედი

რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს

რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს

იმედი

ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკომისიას დაუპირისპირდება

ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკომისიას დაუპირისპირდება

იმედი