
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა საკმაოდ ნაადრევია. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შესახებ გერმანიის კანცლერის ინიციატივას გამოეხმაურა. ფონ დერ ლაიენის თმით, სანქციები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან კავშირი არ აქვს.
„მიგვაჩნია, რომ სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს სანქციები დაუწესდა და ეს არის მათი ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ირანის რეჟიმმა წელს სულ მცირე 17 000 ახალგაზრდა მოკლა. სწორედ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ირანში ქალთა უფლებების დათრგუნვა გახდა სანქციების დაწესების მიზეზი“, - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.
როგორც მან განმარტა, სანქციების გაუქმება ირანის მხრიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ მოითხოვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge
