მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Variety: სელინ დიონი პარიზში კონცერტების გამართავს
Variety: სელინ დიონი პარიზში კონცერტების გამართავს

Variety: სელინ დიონი პარიზში კონცერტების გამართავს

იმედი|imedinews.ge

სელინ დიონი პარიზში საკონცერტო დაბრუნებისთვის ემზადება. ეს მისი პირველი შოუები იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

Variety-ის ცნობით, დიონი საფრანგეთში გამოსვლების სერიას უკვე ამ შემოდგომაზე გეგმავს. კონცერტები ევროპის ერთ-ერთ უდიდეს დარბაზში - Paris La Défense Arena-ზე უნდა გაიმართოს.

მოსალოდნელია, რომ მომღერალი სექტემბერსა და ოქტომბერში კვირაში ორჯერ წარდგება მაყურებლის წინაშე. დაბრუნებისთვის მზადებას სარეკლამო კამპანიაც ახლავს: პარიზში გამოჩნდა აფიშები მისი საკულტო სიმღერების დასახელებებით, მათ შორის: Pour que tu m’aimes encore და The Power of Love.

თავდაპირველად კონცერტები ჯერ კიდევ 2020 წელს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ჯერ პანდემიის, შემდეგ კი მომღერლის ავადმყოფობის გამო გადაიდო. 2022 წელს დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება - გაშეშებული ადამიანის სინდრომი დაუდგინეს, რომელსაც მოძრაობისა და სიმღერის უნარზე აქვს გავლენა.

არტისტის ნაწილობრივი დაბრუნება უკვე შედგა 2024 წელს, როდესაც მან პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ედიტ პიაფის სიმღერა შეასრულა. ახლა კი საუბარია სრულფასოვან საკონცერტო ქამბექზე. თუ გეგმები დადასტურდა, ეს იქნება სელინ დიონის პირველი მასშტაბური ტურნე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი 2 ივლისიდან  რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის საჰაერო ხაზზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

იმედი

Financial Times: აშშ ევროკავშირს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს

Financial Times: აშშ ევროკავშირს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს

იმედი

ზაქარია წიკლაური: ილია მეორემ  შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით - მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება

ზაქარია წიკლაური: ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით - მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება

იმედი