მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს.

კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას შეიქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ონლაინ რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთ ნაწილს გააკონტროლებს

იმედი

საქართველოს მელიორაცია: ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

საქართველოს მელიორაცია: ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

იმედი

მედია: ირანში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მედია: ირანში დესტაბილიზაციის მომზადების ბრალდებით 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

იმედი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

იმედი