
„ბეჭდების მბრძანებლის“ სამყაროში კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ
„ბეჭდების მბრძანებლის„ სამყაროში კიდე ერთ ფილმს გადაიღებენ, სახელწოდებით „წარსულის ჩრდილები“. ამ პროექტზე მუშაობა ფილმ „გოლუმზე ნადირის“ პარალელურად მიმდინარეობს.
ფილმის სიუჟეტი ტრილოგიის ფინალიდან და ფროდოს ვალინორში გამგზავრებიდან 14 წლის შემდეგ ვითარდება. სემი, მერი და პიპინი გადაწყვეტენ, გაიმეორონ თავიანთი პირველი მოგზაურობის ნაბიჯები, ხოლო სემის ქალიშვილი, ელანორი, ბეჭდის ომთან არის დაკავშირებულ საიდუმლოს ხსნის.
სცენარზე ცნობილი ტელეწამყვანი და ტოლკინის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი სტივენ კოლბერი, თავის ვაჟთან, პიტერ მაკგისთან ერთად მუშაობს. მათთან ერთად მუშაობს ფილიპა ბოიენსი, რომელიც პიტერ ჯექსონთან ერთად „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ტრილოგიების სცენარის ავტორი იყო.
ამ ეტაპზე ფილმს „წარსულის აჩრდილის“ გამოსვლის სავარაუდო თარიღიც კი არ აქვს. „გოლუმზე ნადირობა“ კი ეკრანებზე 2027 წლის დეკემბერში გამოვა.
„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია - „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).
იმედი
წყარო: imedinews.ge