
ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა
ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა საერთაშორისო ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული დასახელდა.
პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ავსტრიელი ფოტოგრაფი ჯოზეფ შტეფანი გახდა, სურათისთვის „მფრინავი მღრღნელი“, რომელზეც იბერიული ფოცხვერი და მისი ნადავლია აღბეჭდილი. ფოტო ესპანეთის სიუდად-რეალის პროვინციაშია გადაღებული.
ფოტოგრაფმა რამდენიმე დღე სპეციალურ სამალავში გაატარა, როდესაც მოულოდნელად ახალგაზრდა ფოცხვერი გამოჩნდა. მას ნადავლი ეჭირა, რომლის ჰაერში ზევით-ქვევით სროლა და ხელახლა დაჭერა დაიწყო.

წლევანდელი კონკურსის დანარჩენმა 24-მა ნომინირებულმა ფოტომ, რეკორდული რაოდენობის - 85,917 ხმა მიიღო ველური ბუნებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულებისგან მთელი მსოფლიოდან.
გამარჯვებული სურათის გარდა, კიდევ ოთხი ფინალისტი ფოტო განსაკუთრებული აღნიშვნით დაჯილდოვდა.„ოჯახური დასვენება“ - კრისტოფერ პეკო (კანადა)
.jpg)
„სილამაზე ურჩხულის წინააღმდეგ“ - ალექსანდრ ბრისონი (შვეიცარია)
.jpg)
„ცეკვა ფარების შუქზე“ - უილ ნიკოლსი (დიდი ბრიტანეთი)
.jpg)
„დაუსრულებელი ბრძოლა“ - კოჰეი ნაგირა (იაპონია)
.jpg)
ხუთივე გამარჯვებული ნამუშევარი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ რეჟიმში და გამოიფინება ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში. გამოფენა 12 ივლისამდე გაგრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge