მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ
ირაკლი ქადაგიშვილი: ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

ირაკლი ქადაგიშვილი: ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

იმედი|imedinews.ge

საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა და თქვა, არჩევნები გაყალბდაო.

„ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და ამ დროს გარედან ორკესტრირებით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, რაც გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი მედია უზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა. ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ - სახელმწიფო უუნარობას თუ გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ.

ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა 17-პროცენტიანი პარტია უცებ 90-პროცენტიანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს თუ დაიცავს, ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევთ. შემდეგ სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანურად ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყოს, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

იმედი

პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

იმედი

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

იმედი

საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა

საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა

იმედი