მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა

იმედი|imedinews.ge

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

წარმოდგენილი იყო 120-ზე მეტი ფრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემა. გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, კინოჩვენებები, მუსიკალური, ასევე საბავშვო შემეცნებითი ღონისძიებები, მოეწყო გამოფენები და შეხვედრები ავტორებთან და უცხოელ გამომცემლებთან. პანელურ დისკუსიებში კი მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ავტორებმა და 10-მდე გამომცემლობამ. დღეს, პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში ქართველი და ფრანგი მუსიკოსების მონაწილეობით დასკვნითი ღონისძიება გაიმართება - ქართული მუსიკის კონცერტი „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“. საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებული ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ მუსიკას პირველად შეასრულებს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრება.

ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდით მონაწილეობა მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

იმედი

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ