
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო
პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ ათონის მთაზე მოღვაწე მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.
მისი თქმით, ილია მეორემ თავისი წმინდა ცხოვრებით მართლაც განადიდა ღმერთი და მართლმადიდებელი ეკლესიის სიქადული იყო.
„სადღაც, 1995-96 წლებში პატრიარქ ილია მეორის მოწვევით საქართველოში გავემგზავრე. ჩავედით და ვნახეთ ეკლესიები დანგრეული, მონასტრები შევიწროებული, მაგრამ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც იმ დროს არსებობდა, პატრიარქმა თავისი არსებობით ყოველივეს მხნეობა, ძალა და ნათელი შესძინა.
პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო. როდესაც დაახლოებით 30 წლის შემდეგ კიდევ ჩამოვედი, სრულიად სხვა, ამოუცნობი საქართველო ვნახე. ახალი ქალაქები, ახალი ტაძრები, ახალი მონასტრები. ყველაფერი კარგად მოწესრიგებული და პატრიარქი, რომელიც იქ მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობდა“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge