მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამ დროისთვის, მამულში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია, კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ე.წ. ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციის შენობასა და მამულის გალავანს. ასევე, ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი. პარალელურად, დასასრულს უახლოვდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულოს შენობის მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება.

აქტიურად მიმდინარეობს ლევილის ქართველთა მამულის პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება. ეწყობა გარე მოხმარებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოები და სარწყავი სისტემა; განახლებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ხელოვანთა ატელიეების, შიდა გზების, ავტოსადგომებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, სექტემბრამდე კი შატოში მოეწყობა პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე; აღიჭურვება ბიბლიოთეკა, მისი საცავი და მედიათეკა; ასევე მოეწყობა ფრანგული ბაღი და შესასვლელის შენობაში განთავსდება სუვენირების მაღაზია.

„ლევილის მამულში ძალიან ბევრი სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ, რომ წელს ლევილის ქართველთა მამულს საზეიმოდ გავხსნით. ეს იქნება ადგილი, საიდანაც საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავისი კულტურის, ისტორიისა და იდენტობის დიდ მნიშვნელობას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა, ლევილის მერმა ერიკ ბრევმა და ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

იმედი

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

იმედი

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ  უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

იმედი

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

იმედი