
ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტი არა უკრაინის, არამედ მათ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.
ზელენსკი დასავლელი პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გარანტია საკმარისი არ არის, რადგან ის 2,5 წელიწადში პრეზიდენტი აღარ იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ითხოვს ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას და ბრიუსელს ახალი წევრების, კერძოდ, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის მიღებას ურჩევს.
„ნორვეგიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის კავშირი ყველაზე ძლიერი იქნება. ეს ოთხი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს აკლია. ჩვენ ალტერნატივას არ ვეძებთ, უბრალოდ მჯერა, რომ ეს ოთხი ქვეყანა ძალიან ძლიერია და შეუძლია ევროკავშირის გაძლიერება. მაგალითად, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო პარტნიორობა უსაფრთხოებას გააძლიერებს, მათ შრის, შავი ზღვისა და საერთოდ, საჰაერო კონტროლის თვალსაზრისით. ვიცი, რომ ევროკავშირში თურქეთთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ასევე ნორვეგიას ევროკავშირთან სხვადასხვა ეკონომიკური კავშირი აქვს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ გაერთიანებად აქცევს, საუკეთესო უსაფრთხოებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge